თავში

ნავთობპროდუქტების იმპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს

ნავთობპროდუქტების იმპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს
ნავთობპროდუქტების იმპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს

ბიზნესასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე აცხადებს, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტს შეფერხება არ აქვთ.

"შეფერხების გარეშე მიმდინარეობს ნავთობპროდუქტების იმპორტი, შიდა ლოგისტიკური გადანაწილება და მიწოდება გასამართ სადგურებამდე. მომწოდებელი ქარხნების ქვეყნებში მოვლენების შესაძლო განვითარების მიხედვით, დამუშავებულია ნავთობპროდუქტების მოწოდების ალტერნატიული მარშრუტები“ – აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი.


მისივე თქმით, ქვეყნის უმსხვილესი ნავთობკომპანიები სრულად ახორციელებენ საკოორდინაციო საბჭოს მითითებებს.

"უმოკლეს ვადებში, მცირე შეფერხებებისა და ლოგისტიკური სირთულეების დაძლევის შემდეგ ბრენდული გასამართი სადგურები ადაპტირდა COVID 19-საგან თავდასაცავი პირველადი საშუალებებით. მთელი საქართველოს მასშტაბით გასამართ სადგურებზე განთავსდა სადეზინფექციო სითხეები, პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები, ხელთათმანები. პერსონალს დამატებით განემარტა თავდაცვის თითოეული საშუალების მნიშვნელობა“, – განაცხადა შავლეგ მიშველაძემ და დასძინა, რომ სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, ბრენდული ნავთობკომპანიები, საჭიროების შემთხვევაში, ყოველდღიურად ახორციელებენ გასამართი სადგურების თანამშრომელთა ტრანსპორტირებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system