თავში

ნავთობპროდუქტების იმპორტში კლებაა

ნავთობპროდუქტების იმპორტში კლებაა
ნავთობპროდუქტების იმპორტში კლებაა

ეპიდემიამ ნავთობპროდუქტების იმპორტი საგრძნობლად შეამცირა. როგორც ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, ამ შმთხვევაში ცვლილება საცხებ-საპოხი მასალების და საავიაციო ნავთის იმპორტს ეხება. კერძოდ, კავშირის მიერ report.ge-თვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, და 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,66 ათასი ტონა, რაც 0,58 ათასი ტონით ანუ 25,9%-ით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელთან (2,24ათასი ტონა) შედარებით და 0,09 ათასი ტონით ანუ 5,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,75ათასიტონა) შედარებით.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიხედვით, ოქტომბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტში ლიდერ პოზიციაზე თურქეთია, საიდანაც იმპორტირებული პროდუქტის მოცულობამ შეადგინა 0,47ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე, 0,29 ათასი ტონით (17,5%), რუსეთია, ხოლი მესამე ადგილზე არის გარმანია - 0,19 ათასი ტონით (11,4%); ნიდერლანდებიდან საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 0,09 ათასი ტონა (5,4%) შეადგინა.

რაც შეეხება 10 თვის მონაცემს, აქაც კლებაა. კერძოდ, იანვარ-ოქტომბერშიი საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა, ჯამში,  შეადგინა15,45 ათას იტონა, რაც 0,97 ათასი ტონით ანუ 5,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (16,42ათასიტონა) შედარებით.

იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 4,66 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 2,45 ათასი ტონა (15,8%), გერმანია - 1,38 ათასი ტონა (8,9%), ირანი - 0,97 ათასი ტონა (6,3%), და სხვ.

რაც შეეხება საავიაციო ნავთის იმპორტს, 2020 წლის ოქტომბერში შეადგინა 4,4 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონა, რითაც სექტემბრის მაჩვენებელს 6,4%-ით ჩამორჩება.  სექტემბერში იმპორტმა ამ მიმართულებით 4,7 ათასი ტონა შეადგინა.

ნავთობპროდუქტების იმპორტის კლებას იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი პანდემიას უკავშირებს.

,,covid-19-ის გამო ფაქტობრივად ყველა მიმართულება საწვავის იმპორტში კლებას განიცდის. განსაკუთრებით ყველაზე დიდი ზიანი მიადგა საავიაციო ნავთის იმპორტის სეგმენტს, რადგან ეპიდემიის გამო ფრენები მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული, საჰაერო რეისები, ფაქტობრივად, არ სრულდება, ამიტომ დარგმა დიდი დანაკარგი განიცადა. საავტომობილო ზეთების იმპორტშიც დიდია პანდემიის გავლენა და ეს მოსალოდნელიც იყო. მოხმარებამ მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა საავიაციო ნავთისგან განსხვავებით, ამ სეგმენტში მასიური ჩამორჩენა არ ფიქსირდება", - განმარტავს report.ge-თან ვანო მთვრალაშვილი. 

მისი ინფორმაციით, საავიაციო ნავთის იმპორტის 77,3% (3,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 22,7% (1,0 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

10 თვის მონაცემით კი, საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 47,5 ათასი ტონა, რაც 35,5 ათასი ტონით ანუ 42,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (83,0 ათასი ტონა) შედარებით.

2020 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 79,2% (37,6 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 16,2% (7,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 4,6% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system