თავში

ნავთობზე მოთხოვნა 2022 წელს 4 მლნ ბარელით გაიზრდება - ნოვაკი

ნავთობზე მოთხოვნა 2022 წელს 4 მლნ ბარელით გაიზრდება - ნოვაკი
ნავთობზე მოთხოვნა 2022 წელს 4 მლნ ბარელით გაიზრდება - ნოვაკი

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ  2021 წელს ნავთობის მსოფლიო მოხმარება გაიზრდება 4,5-5 მილიონი ბარელით დღეში, 2022 წელს კი კიდევ დაახლოებით 4 მილიონით. Report.ge-ის ცნობით, ამას შესახებ ინფორმაციას "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი" ავრცელებს.

„ჩვენ ველოდებით, რომ 2021 წელს ნავთობზე საერთო მოთხოვნილება გაიზრდება დაახლოებით 4,5-5 მილიონი ბარელით დღეში. იმისათვის, რომ მოპოვება აღდგეს იმ დონეზე, რაც იყო 2020 წელს შეზღუდვების დაწესებამდე, ჩვენ ვვარაუდობთ მომავალ წელს მოთხოვნილების გაზრდას კიდევ დაახლოებით 4 მილიონი ბარელით/დღეში“, - განაცხადა ნოვაკმა.

მისი თქმით, OPEC +-მა 2021 წელს კარგად და მისი ყველა შეთანხმების შესაბამისად იმოქმედა.

„ჩემი აზრით, OPEC +-ის მონაწილეების ერთობლივმა ქმედებებმა დადებითი შედეგი აჩვენა, რისთვისაც პრინციპში ხელი მოეწერა შეთანხმებას. ბაზარი სტაბილური იყო, მიმდინარე წელს მუდმივად მზარდი მოთხოვნილება უზრუნველყოფილ იყო მოპოვების აღდგენით,“- დასძინა ვიცე-პრემიერმა.

ნავთობზე მოთხოვნილება უახლოესი ათწლეულის განმავლობაში გაგრძელდება და გაიზრდება დაახლოებით 100 მილიონი ბარელიდან/დღეში 2022 წელს 110 მილიონამდე 2030 წლისთვის, განაცხადა ნოვაკმა.

"მე ვხელმძღვანელობ მოთხოვნილების ზრდის პროგნოზით. მომავალ წელს ივარაუდება მოხმარება დაახლოებით 100 მილიონი ბარელის ოდენობით დღეში მთელ მსოფლიოში. ვფიქრობ, რომ 2030 წლისთვის ის გაიზრდება 110 მილიონ ბარელამდე/დღეში ", - განაცხადა მან.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ნავთობის წილი მსოფლიო ენერგეტიკულ ბალანსში შემცირდება, მაგრამ მისი მოხმარების ფიზიკური მოცულობა მაინც გაიზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system