თავში

ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება 20%-ით გაიზარდა

ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება 20%-ით გაიზარდა
ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება 20%-ით გაიზარდა

სხვადასხვა ქვეყნის მიერ COVID-19-ს გამო გაჩერებული ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნამ ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ,,რია ნოვოსტზე" დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე პერიოდში გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნამ, წინა თვესთან შედარებით,  20%-ით მოიმატა. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის თქმით, გაიზარდა საწვავის საერთაშორისო ფასიც და ბარელზე შეადგინა 36 დოლარი, რაც ბოლო 1 თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

,,ბოლო 2 კვირაა, ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა მატულობს. გლობალურ ბაზრებზე ამ მხრივ დიდი გავლენა მოახდინა ,,ოპეკი+" ქვეყნებს შორის შეთანხმების დაწყებამ მოპოვების კვოტებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეტაპობრივად მსოფლიოს ბევრი ბევრი ქვეყანა ხსნის COVID-19-თან დაკავშირებულ შეზღუდვებს. ამის ნათელი მაგალითა საქართველოც, ცხოვრება თანდათან ჩვეულ ტემპს უბრუნდება. რამდენიმე დღეა, კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზეც მოიხსნა შეზღუდვა და ნავთობპროდუქტების ბაზარზე შედეგიც სახეზეა", - აცხადებს მთვრალაშვილი. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის მოთხოვნის ზრდის შესახებ ოფიციალურად განაცხადა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომაც  და ასევე აღინიშნა, რომ ნავთობის მსოფლიო კვოტირების ზრდაზე დადებითად იმოქმედა ,,ოპეკი +"-ის ახალი შეთანხმების ძალაში შესვლამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system