თავში

NFT-ის ბაზრის მოცულობამ, შესაძლოა, $240 მილიარდს მიაღწიოს

NFT-ის ბაზრის მოცულობამ, შესაძლოა, $240 მილიარდს მიაღწიოს
NFT-ის ბაზრის მოცულობამ, შესაძლოა, $240 მილიარდს მიაღწიოს

შეუცვლელი ტოკენების, NFT-ის  ბაზრის მოცულობა, შესაძლოა 2030 წლისთვის 240 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს. გამოცემა Business Insider-ის ცნობით, ამის მიზეზი "მეტავერსის" მზარდი პოპულარობაა.

Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 10,7 მილიარდი დოლარია.

მომავალ ცხრა წელიწადში, NFT ბაზრის დაახლოებით 8% ძვირადღირებული ბრენდების მფლობელობაში იქნება. 

იტალიურმა მოდის სახლმა Gucci-მ მაისში შექმნა Dionysus-ის ჩანთის ვირტუალური ვერსია Roblox-ში, რომელიც დაახლოებით 4100 დოლარი ღირდა. სექტემბერში, ფრანგულმა ბრენდმა Balenciaga-მ გამოუშვა Fortnite მოდის ტანსაცმლის ხაზი, რომლის ყიდვაც  დაახლოებით 8 დოლარად თამაშშია შესაძლებელი. 

შეგახსენებთ, კომპანია Facebook-მა სახელი შეიცვალა და Meta გახდა.

ცუკერბერგმა საზოგადოებას „მეტავერსის“ შექმნის გეგმებიც გაუზიარა. ეს გულისხმობს ონლაინ სამყაროს, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ იმუშაონ, ითამაშონ და ეკონტაქტონ ერთმანეთს ვირტუალური რეალობის ყურსასმენებისა და სათვალეების გამოყენებით.

საკუთარი "მეტასამყაროს" შექმნა Microsoft-მაც გადაწყვიტა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system