თავში

ნიღბების გარეშე მგზავრები საჰაერო ხომალდზე არ დაიშვებიან

ნიღბების გარეშე მგზავრები საჰაერო ხომალდზე არ დაიშვებიან
ნიღბების გარეშე მგზავრები საჰაერო ხომალდზე არ დაიშვებიან

მგზავრები საჰაერო ხომალდზე ნიღბების გარეშე არ დაიშვებიან. ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც პირბადიანი მგზავრები თვითმფრინავში მგზავრები დისტანციის დაცვით უნდა განლაგდნენ. 

ჯანდაცვის სამინისტრომ აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, გამგზავრების ტერმინალში და საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლისას პერსონალს და მგზავრებს ტემპერატურას გაუზომავენ.

თვალსაჩინო ადგილას განთავსდება განცხადებები (რამდენიმე ენაზე) COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. მგზავრები/მომსახურე პერსონალი დაიშვება მხოლოდ დამცავი ნიღბით და ამ მხრივ გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი.

რაც შეეხება უშუალოდ ბორტზე შესასრულებელ რეკომენდაციებს, მინიმუმამდე მცირდება მომსახურება, ბორტზე იკრძალება პროდუქტის გაყიდვა, ეკიპაჟის წევრები აღჭურვილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღაბი, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი).

„3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალეთ მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system