თავში

ნიკა შენგელია: კომუნალურები, სურსათი და მომსახურება გაძვირდება

ნიკა შენგელია: კომუნალურები, სურსათი და მომსახურება გაძვირდება
ნიკა შენგელია: კომუნალურები, სურსათი და მომსახურება გაძვირდება

"კომუნალური გადასახადები, რომ გაძვირდებოდა ეს არახალია. ამის შესახებ ჯერ როდის გამცნეთ, გაძვირება მოხდება 2021 წლის მეორე კვარტლის ბოლომდე.

ჩვენ არაერთხელ დავწერეთ ამის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს და მას შემდეგაც, დროც მიუთითეთ. თუმცა მთავრობამ ეფექტური ნაბიჯები ამის თავიდან აცილებისთვის ვერ გადადგა,"  - ასე პასუხობს ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია report.ge-ს კითხვას, გაძვირდება თუ არა კომუნალური გადასახადები. 

კომუნალური გადასახადების გარდა, ექსპერტი  დეკემბრის დასაწყისიდან ელოდება სურსათისა და მომსახურეობის ფასების ზდის მორიგ ტალღასაც. მომავალი წლის თებერვლიდან კი ნიკა შენგელია ლარის დევალვაციის მორიგ სერიასაც პროგნოზირებს. რაც შეეხება ინვესტიციებს, ექსპერტი მომავალ წელს არც ინვესტიციებს ელოდება. 

"სურსათისა და მომსახურეობაზე ფასების მომატების მორიგი ტალღა დეკემბრის დასაწყისიდანაა მოსალოდნელი. ასევე 2021 წლის თებერვლის დასაწყიდიდან ველოდებით ლარის კურსის მორიგი დევალვაციის დასაწყისს. მთავრობამ არ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები იმპორტიორი კომპანიისათვის წინსწრებით დღგ-ს გადახდა გაეუქმებინა, ასევე უგულვებელყო მოსახლეობისადმი გამოეჩინა თანადგომა პრობლემატური სამომხმარებლო კრედიტების ხანგრძლივ პერიოდზე გადანაწილების შესახებ. ბიზნესს არ სჭირდება შეზღუდვები, წერტილოვანი იქნება ეს, თუ სხვა სახის," - ამბობს შენგელია და დასძენს, რომ დროზე უნდა აღმოიფხვრას პოლიტიკური კრიზისი, სანამ ეს არ მოხდება ეკონომიკის ამოქმედება ილუზიაა. ნმისი მტკიცებით საგრძნობლადაა დაცემული მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობა. 

ექპსერტი ხელისუფლებას ბიუროკტარიული ხარჯების შემცირებას უჩევს. ის მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კომპეტენციას უწუნებს. ესქპერტს სხვა შენიშვნებიც აქვს:

"შეზღუდეთ ბიუროკრატია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი (სამივლინებო თუ სხვა), მიეცით ხალხს ის დაპირებული 200 ლარინი დახმარებები, ვინც დაკარგა სამსახური, ნუ ანსხვავებთ თავიანთი მოსაზრებების გამო,-გინდათ დაუნიშნავთ და გინდათ არა. ნელ-ნელა ქვეყანაში ისადგურებს დეპრესია, საგრძნობლადაა დაცემული მსყიდველუნარიანობა. 2021 წელს ინვესტიციების იმედი დიდი არ იქონიოთ, თუმცა შეგახსენებთ, რომ როცა ამის საშუალება იყო ბევრი ინვესტორი კაბინეტებიდან კაპინეტებში იარეს და წავიდნენ). მალე ყველა პრობლემა ერთად მოიყრის თავს და ბუმერანგივით შემოუბრუნდება ეკონომიკურ გუნდს. მე ძალიან მინდა რომ ყველაფერს თავი მოებას მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, ამ საკადრო პოლიტიკის შემხედვარე, არ გამოვა, სამწუხაროდ... და კიდევ ერთი,ნუ ამბობთ რომ ამა თუ იმ შოკს არ ველოდით, პროგნოზირება რთული იყო და ა .შ. რაც დაგიდეთ ერთი წლის წინ, ის ყველაფერი, სამწუხაროდ, ახდა. ასევე ახდება ისიც, რასაც ახლა ვამბობთ," - აფრთხილებს ხელისუფლებას შენგელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system