თავში

Nissan-ი ესპანეთში ქარხნებს კეტავს

Nissan-ი ესპანეთში ქარხნებს კეტავს
Nissan-ი ესპანეთში ქარხნებს კეტავს

ესპანეთის მთავრობის განცხადებით, იაპონურმა ავტომწარმოებელმა Nissan Motor Co.-მა კატალონიის რეგიონში ქარხნების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც შედეგად 3 000 ადამიანის სამსახურის გარეშე დარჩენა განაპირობა.

ესპანეთის ინდუსტრიის მინისტრის განცხადებით, კომპანიის გადაწყვეტილების გამო მწუხარებას გამოთქვამს და თავაზობს ალტერნატიულ გზებს, იმისთვის, რომ მათი ქვეყანაში დარჩენა მოხერხდეს.

მშრომელთა პროფკავშირების თქმით, იმ შეთხვევაში თუ ავტომწარმოებელი ბარსელონაში და ახლო მდებარე ქალაქებში არსებულ ქარხნებს დაკეტავს, მასთან დაკავშირებულ 20 000 ადამიანის სამუშაო ადგილს საფრთხე ემუქრება.

იაპონური ავტომწარმოებელი რესტრუქტურიზაციის პროცესს გადის, რომლის ფარგლებშიც ჩინეთის, ჩრდილოეთ ამერიკის და იაპონიის ბაზარზე კონცენტრირდება. ამასთან ტოვებს ევროპულ, რუსულ, სამხრეთ ამერიკულ და ჩრდილო აფრიკულ  ბაზრებს, უტოვებს რა მათ მის პარტნიორ კომპანიას Renault. ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას და ოკეანეთს Mitsubishi-ს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system