თავში

ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა

​ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა
ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა

ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა. წინა წელთან შედარებით კი მისი საშუალო შეწონილი ღირებულება 13.81 -დან 15.45 თეთრამდეა გაზრდილი.

დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასი შემცირდა 11.248-დან 10.614 თეთრამდე.

საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 44 630 005.5 ლარი შეადგინა.

2019 წლის ნოემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 288 854 817.6 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 27% წარმოადგენს.

საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 28.0% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 2.7%, ხოლო იმპორტის - 69.3%.

2019 წლის ნოემბრის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 42.92% და 50.50% შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system