თავში

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა
ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.7%-ია.

"2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში", - ნათქვამია საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ნოემბერში საქართველოში ბიზნესის (დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა) ბრუნვამ 9.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წელთან შედარებით ეს თანხა 32.6%-ით არის გაზრდილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system