თავში

ნოჯიხევში კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოეწყო

ნოჯიხევში კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოეწყო
ნოჯიხევში კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოეწყო

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების სააგენტომ კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოაწყო.

ხობის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებსა და ადმინისტრაციულ შენობას.

ფერმაში კოლხური ხოხბები და ხონთქრის ქათმები ჰყავთ. სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე 1 000 ფრთამდე ხოხბის ნამრავლს გამოზრდიან.

მეურნეობაში საკვები ბაზის უზრუნველსაყოფად წელს ათ ჰექტარზე დაითესა სიმინდის მარცვალი. სამომავლოდ იგეგმება მზესუმზირის დათესვა და მცენარეთა ენდემური ჯიშების სანერგეების მოწყობა.

გარეულ ფრინველთა მეურნეობა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, სააგენტოს წარმომადგენელთან, გოგი ქირიასთან ერთად დაათვალიერა.

„კოლხური ხოხობი საქართველოს ენდემური სახეობაა. სამწუხაროდ, კოლხური ხოხბის პოპულაცია დღითი დღე მცირდება. მეურნეობის საქმიანობის ძირითად მიზანს კოლხური ხოხბის გამრავლება და ბუნებაში გაშვება წარმოადგენს“, – აცხადებენ ხობის მუნიციპალიტეტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system