თავში

ოქრო უპრეცედენტოდ გაძვირდა

ოქრო უპრეცედენტოდ გაძვირდა
ოქრო უპრეცედენტოდ გაძვირდა

უნცია ოქორს ფასმა სიმბოლურ ზღვარს - 2 ათას დოლარს გადააჭარბა და $2027,3 შეადგინა.

ექსპერტები ფასის ზრდას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ არაპროგნოზირებად გარემოს უკავშირებენ. ოქრო ინფლაციასა და ვალუტის გაუფასურებისგან დაცვის საუკეთესო საშუალებად განიხილება და ინვესტორებიც ამ მეთოდს მიმართვანე სწორედ მაშინ, როცა გათვლების გაკეთება და მომავლის პროგნოზირება უჭირთ. ამ დროს როგორც წესი მოთხოვნა იზრდება და, შესაბამისად, ფასიც მაღლა  მიდის.

ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ ფასი ახალ მაქსიმუმს მიაღწევს. მათი აზრით, მომდევნო 12 თვის განმავლობაში ერთი უნციის ფასი 2 300 დოლარამდე გაიზრდება.

ცნობისთვის, მაჩვენებელი ბირჟაზე COMEX, სამშაბათს ვაჭრობის დროს დაფიქსირდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. 

2020 წლის დასაწყისიდან ოქრო თითქმის 30%-ით გაძვირებული. აქამდე რეკორდულ ფასად  2011 წელს დაფიქსირებული 1921,18 დოლარი იყო მიჩნეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system