
მსოფლიოში ოქროს ფასი მცირედით დასტაბილურდა.
Report.ge-ის ცნობით, ნიუ-იორკის Comex-ის საფონდო ბირჟაზე ოქროს თებერვლის ფიუჩერსების ფასი 0,05 აშშ დოლარით გაიზარდა და უნციაზე 1 788,75 აშშ დოლარი შეადგინა.
დღეს, შეერთებული შტატები მშპ-ს ბოლო კვარტლის შეფასებას გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრო შეინარჩუნებს ზრდის პროგნოზს 2,1%-ით. სტატისტიკამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს დოლარის კურსზე, რომელზეც ოქროს ფასია დამოკიდებული.
ოქროს ფასზე მოქმედი ძირითადი ფაქტორებია აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკის მოლოდინები, ასევე COVID-19-ის გავრცელებისა და ინფლაციის მზარდი რისკები. დეკემბრის შეხვედრაზე Fed-მა გამოაცხადა, რომ ბაზრიდან აქტივების შესყიდვების დაბრუნებას აჩქარებს და მომავალ წელს განაკვეთის ზრდას პროგნოზირებს. მარეგულირებლის პოლიტიკის გამკაცრება დოლარის გამყარებას იწვევს და უარყოფითად აისახება ოქროზე.