თავში

ოქროს ფასი მცირდება

ოქროს ფასი მცირდება
ოქროს ფასი მცირდება

21 დეკემბრის დილით ოქროს ფასი უნციაზე 1 800 დოლარზე დაბლა დაეცა.

Report.ge-ის ცნობით, ნიუ-იორკის Comex-ის საფონდო ბირჟაზე ოქროს თებერვლის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით,  2,35 დოლარით შემცირდა და უნციაზე 1 792,25 აშშ დოლარი შეადგინა.

ოქროს ფასზე მოქმედი ძირითადი ფაქტორებია აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკის მოლოდინები, ასევე COVID-19-ის გავრცელებისა და ინფლაციის მზარდი რისკები. დეკემბრის შეხვედრაზე Fed-მა გამოაცხადა, რომ ბაზრიდან აქტივების შესყიდვების დაბრუნებას აჩქარებს და მომავალ წელს განაკვეთის ზრდას პროგნოზირებს. მარეგულირებლის პოლიტიკის გამკაცრება დოლარის გამყარებას იწვევს და უარყოფითად აისახება ოქროზე.

ნოემბერში შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაცია, 1982 წლის შემდეგ პირველად, რეკორდულ ნიშნულზე იყო და  6,8%-ს შეადგენდა, ხოლო ოქრო ტრადიციულად ინფლაციის ჰეჯირებას წარმოადგენდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system