თავში

ოქროზე საინვესტიციო მოთხოვნა 40%-ით გაიზარდა

ოქროზე საინვესტიციო მოთხოვნა 40%-ით გაიზარდა
ოქროზე საინვესტიციო მოთხოვნა 40%-ით გაიზარდა

2020 წელს მსოფლიოში მოთხოვნა ოქროზე შემცირდა და ამჟამად ბოლო 11 წლის მინიმუმზეა. ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს ძვირფას ლითონზე ინვესტიციების მოთხოვნილება რეკორდულად იზრდებოდა.

2021 წლის პირველ თვეში წლიური მოთხოვნა შემცირდა 14% -ით 3,76 ათასი ტონას გაუტოლდა. 2009 წლის შემდეგ მოთხოვნა 4 ათას ტონაზე დაბლა პირველად დაეცა.

2020 წლის განმავლობაში პანდემიის გამო შექმნილი გაურკვევლობის მიზეზით ოქროში ინვესტირება 40% -ით გაიზარდა და მიაღწია 1,77 ათასი ტონას. 

ოქროს ფასი დოლარში 2020 წელს გაიზარდა 25% -ით. წლის ბოლოსთვის ოქროს ფასი უნციაზე გაუტოლდა 1,89 ათას დოლარს.

2020 წელს ოქროს მარაგი მსოფლიოში 4% -ით შემცირდა, რაც 2013 წლიდან ყველაზე დიდი წლიური შემცირებაა. ამის მიზეზად სპეციალისტები კორონავირუსის გამო მარაროების გაჩერებას და მუშაობის ტემპის კლებას ასახელებენ. უნდა ღინიშნოს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ოქროს წარმოება გაზრდილია, მაგალითად რუსეთში, სადაც ძვირფასი ლითონის მოპოვება 2020 წელს 3%-ით გაიზარდა.

მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს შესყიდვის მაჩვენებელი 2020 წელს 59% -ით შეამცირეს. ჯამური შესყიდვის მაჩვენებელი წელიწადში 273 ტონაზე დაფიქსირდა. 2020 წლის მეოთხე კვარტალში ცენტრალური ბანკები დაუბრუნდნენ წმინდა შესყიდვებს და დაუმატეს გლობალურ აქტივებს 44,8 ტონა ოქრო.

გასულ წელს გლობალური მოთხოვნა ოქროს სამკაულებზე 34% შემცირდა, რაც რეკორდულად დაბალია 1995 წლის შემდეგ. ეს კი განპირობებულია ოქროს გაძვირებით. გლობალური მოთხოვნის წლიური შემცირების დიდი ნაწილი ჩინეთსა და ინდოეთში გაყიდვების კლებას უკავშირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system