თავში

ოქტომბერში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა

ოქტომბერში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა
ოქტომბერში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2021 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 291.93 მლნ ლარით, ანუ 0.70%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 41.40 მლრდ ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 279.90 მლნ ლარით, ანუ 1.39%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 571.83 მლნ ლარით, ანუ 2.66%-ით შემცირდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ნოემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.58 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.37%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 13.08 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 2.97%-ით ნაკლებია.

ნოემბრის განმავლობაში 0.40%-ით, ანუ 83.58 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 20.88 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.43 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.02 პროცენტული პუნქტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system