თავში

ოქტომბერში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხეს

ოქტომბერში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხეს
ოქტომბერში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხეს

საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი (454.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.5%-ით (15.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.0% მოდიოდა.

ჩარიცხული მოცულობა (მლნ.აშშ დოლარი) წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი
სულ 153.21 100.00% 11.50%
ევროკავშირის ქვეყნები 57.87 37.77% 16.75%
დანარჩენი ქვეყნები 95.34 62.23% 8.57%
მათ შორის:
იტალია 21.01 13.72% 24.63%
საბერძნეთი 15.95 10.41% 3.94%
გერმანია 4.52 2.95% 19.75%
ესპანეთი 3.92 2.56% 14.05%
პოლონეთი 2.92 1.91% 32.38%
საფრანგეთი 2.33 1.52% 32.24%
გაერთიანებული სამეფო 1.56 1.02% 6.27%
კვიპროსი 1.49 0.97% 16.87%
რუსეთის ფედერაცია 37.86 24.71% -4.53%
აშშ 15.23 9.94% 6.13%
ისრაელი 13.59 8.87% 13.35%
თურქეთი 8.01 5.23% 6.52%
უკრაინა 4.35 2.84% 64.27%
ყაზახეთი 3.23 2.11% 127.03%
ყირგიზეთი 3.2 2.09% 90.70%
აზერბაიჯანი 2.17 1.42% 17.11%
სომხეთი 1.32 0.86% 89.56%
კანადა 1.23 0.80% 8.13%

2019 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.5 მლნ აშშ დოლარი (66.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ოქტომბრის (21.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.9%-ით მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system