თავში

,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულები მიმართვას ავრცელებენ

,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულები მიმართვას ავრცელებენ
,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულები მიმართვას ავრცელებენ

თბილისის მერობის კანდიდატების დებატებისას, ერთ-ერთმა კანდიდატმა, ზაზა ხატიაშვილმა, თბილისის მოქმედ მერს, კახა კალაძეს, ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობის დაუსრულებაში დასდო ბრალი.

ფაქტს ,,ოლიმპიური ვარსკვლავის" დაზარალებულები გამოეხმაურნენ. ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულების მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ადვოკატი ხატიაშვილი გვებრძვის წაგვართვას ქონება, რომელსაც 12 წელი ველოდებით!

12 წლის შემდეგ, ქალაქ თბილისის მერიის დახმარებით, როგორც იქნა გვეღირსა, შემოვიდა ინვესტორი და დაიწყო მშენებლობა, ობიექტზე ყველა პრობლემა დასრულდა და ამ ფონზე, რამდენიმე ათეული დაზარალებული ჩვენს კუთვნილ ფართებს ვერ ვიღებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ხატიაშვილი და მისი დამქირავებელი რამდენიმე ადამიანი ვერ კმაყოფილდება იმით, რაც აქვთ და სურს ხელში ჩაიგდოს რაც შეიძლება მეტი, თან ჩვენი ქონების ხარჯზე!

ხატიაშვილი გვიყადაღებს ფართებს და არ გვაძლევს საშუალებას გავიფორმოთ ჩვენი ქონება! ხატიაშვილი ღიად, პირდაპირ ეთერში აპროტესტებს იმას, თუ რატომ გადაუხადა ამხანაგობამ და დაზარალებულებს თანხა, რაც სასამართლოთი ეკუთვნოდათ! საქმე არის სასამართლოში და ამ პროცესში ხატიაშვილი არა მარტო იღებს თანხას, არამედ ელოდება წილს ჩვენთვის წართმეული ქონებიდან და ამისთვის კადრულობს ყველაფერს!

ჯერჯერობით სამათლებრივი მიმართულებით ხატიაშვილი აგებს ყველა რაუნდს, მაგალითად გუშინ, უკვე მერამდენედ, ყადაღების პროცესი წააგო და იმ რეალობით გამწარებული, რომ ქონება ხელიდან უსხლტება, გადავიდა ღია გამოძალვაზე, თუმცა აქამდეც მისი საადვოკატო საქმიანობა იყო მხოლოდ შანტაჟი და გამოძალვა! დგას ყველგან, სადაც შესაძლებელია, სადაც კი ტრიბუნას ხელში ჩაიგდებს და გვლანძღავს ყველას, მერიას, რომელმაც ჩვენი ობიექტი გააცოცხლა, ინვესტორს, ამხანაგობას, დამფუძნებლებს, სავარაუდოდ იმ იმედით, რომ დავიღლებით და გაჩუმების ფასად დავუთმობთ ქონებას! როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს მან, როგორც ჩანს, მერობის კანდიდატად თავი მხოლოდ იმიტომ წამოაყენა, რომ საარჩევნო ტრიბუნა ქონების ხელში ჩასაგდებად გამოიყენოს! ამისი დასტურია ის, რომ ყველა შესაძლებლობაზე, ყველა ეთერში, მერობის კანდიდატი დაატრიალებს ერთიდაიგივე თემას, თავის შემოსავლის წყაროს, თემას რომლიდანაიც ის იღებს თანხებს და ელოდება ქონებას! როცა ადამიანი იღებს კონკრეტულ საადვოკატო საქმეში ფულს და თავის საშოვარს ლობირებს პოლიტიკური ტრიბუნებიდან, პოლიტიკური დებატების დროსაც კი გამოიმუშავებს თანხას, ეს არის დაუშვებელი! ეს რომ მართლა მიუშვა რაიმე ძალაუფლებასთან ახლოს, ადვილი წარმოსადგენია რა მასშტაბები ექნება მის მომხვეჭელობას! ხატიაშვილი არის მოდელი და ნიმუში პოლიტიკაში საშოვარისთვის მოსული ტიპაჟის, თუმცა ნულს ქვემოთ პროცენტიანია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ეს საშიშროება ნამდვილად არ ემუქრება!

ის ფაქტი, რომ ეს სუბიექტი ყველა ტრიბუნას ჩვენი დაზარალებული ობიექტიდან ქონების შოვნისთვის იყენებს, იმაზეც მიანიშნებს, რომ ამ კაცს, როგორც ადვოკატს, კლიენტებშიც უჭირს და ერთადერთი საშოვარი სწორედ ჩვენთან აქვს!

თუ ვინმე იცნობთ გადაეცით, რომ ვერ მიიღებს იმას, რისთვისაც იბრძვის, ერთ გოჯსაც არ დავუთმობთ, პირიქით, სამარცხვინოდ და სამაგალითოდ დაკარგავს იმ პროფესიას, რითაც პურს ჭამს. თავისი სიბრიყვით ძალიან ბევრი მასალა დაიგროვა საკუთარი თავის წინააღმდეგ და ამიტომ მისი მხილება სულაც არ იქნება რთული!

ვიწყებთ სამართლებრივ პროცესს და გავაშუქებთ ყველაფერს მედიაში!

ადვოკატთა ასოციაცია, ასეთი ბრიყვი როგორიც ხატიაშვილია, როგორ იყო ამდენი ჭკვიანი კაცის თავმჯდომარე, ასე როგორ ბნელოდა?!“ - ნათქვამია ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system