თავში

ონლაინვაჭრობა მინიმუმ ორი კვირა არ განახლდება

ონლაინვაჭრობა მინიმუმ ორი კვირა არ განახლდება
ონლაინვაჭრობა მინიმუმ ორი კვირა არ განახლდება

ონლაინ შოპინგი იქნება, პარფიუმერიის მაღაზია იქნება, თუ „სუფთა სახლები“, უნდა მოვითმინოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მთავრობის უპირველესი ამოცანა არის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და, გახარიას თქმით, სწორედ მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე არის შეზღუდული მოქალაქეების მოძრაობა და ონლაინშოპინგი.

"ონლაინ შოპინგი იქნება, პარფიუმერიის მაღაზია იქნება, თუ ქიმიის რაღაც „სუფთა სახლები“, უნდა გვახსოვდეს, რომ 10 დღე, ორი კვირა, უნდა მოვითმინოთ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევუდგეთ ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმას. პირდაპირ გეუბნებით, რომ გვაქვს შეზღუდვებიდან გამოსვლის პირდაპირი გეგმა, სადაც ონლაინ შოპინგი, ონლაინ მაღაზიები და „სუფთა სახლიც“ პირველი დგანან, მაგრამ ერთიც და მეორეც საკმაოდ დიდ მობილობას აგენერირებენ მსხვილ ქალაქებში, რაც საფრთხის შემცველია ვირუსის გავრცელებისთვის. ეპიდემილოგები გვაფრთხილებენ, რომ იგივე ონლაინ შოპინგში მონაწილე ადამიანი შეიძლება გახდეს ვირუსის გადამტანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და დაამატა, რომ მთავრობის ამოცანა არის არა ბიზნესის და ვაჭრობის წახალისება, არამედ მოქალაქეები იყვნენ სახლში და ვირუსის გავრცელება შეჩერდეს.

შეგახსენებთ, ონლაინვაჭრობის 60-მა კომპანიამ ერთობლივი განცხადებით დღეს პრემიერს მიმართეს და სთხოვეს დაუშვას ონლაინვაჭრობა.

დღეს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდა.

ცნობისთვის, ხვალიდან, 15 აპრილიდან, 10 დღით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით შესვლა-გამოსვლა იკრძალება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system