თავში

OPEC-ი ნავთობზე მოთხოვნის ზრდას ელის

OPEC-ი ნავთობზე მოთხოვნის ზრდას ელის
OPEC-ი ნავთობზე მოთხოვნის ზრდას ელის

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) ნავთობზე მოთხოვნა ზრდას ელის. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ მოთხოვნა დღე-ღამეში 5,9 მილიონი ბარელით გაიზრდება და 95,9 მილიონ ბარელს გაუტოლდება.

როგორც ორგანიზაციის გენერალური მდივანი მოჰამედ ბარკინდო ამბობს OPEC + ქვეყნების გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულია 2020 წლის 3 დეკემბერს, შესაძლებელი ხდება მომდევნო თვეებში 2 მილიონი ბარელის დღიურ წარმოებაზე დაბრუნება. ამავე დროს, ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნები მზადყოფნას აცახადებენ, რომ შეცვალონ ეს გეგმა ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე. ბარკინდოს თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავება ხელს უწყობს გლობალური ეკონომიკის ზრდას და ნავთობის ბაზრის აღდგენას.

”ჩვენ ველით, რომ ნავთობზე მოთხოვნის კლებნა ჩანაცვლდება ზრდით და მიაღწევს 95,9 მილიონ ბარელს დღეში, რაც 5,9 მილიონი ბარელით მეტია ვიდრე 2020 წელს”, - თქვა მან.

შეგახსენებთ, დღეს, 2021 წლის 4 იანვარს, 18:00 საათზე (ბაქოს დროით), OPEC + ქვეყნების მინისტრები ონლაინ შეიკრიბებიან, რათა შეათანხმონ ნავთობის წარმოების დონე 2021 წლის თებერვლისთვის. 3 დეკემბრის წინა შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ ნავთობმოპოვების ეტაპობრივად გაზრდაზე, თვეში არა უმეტეს 0,5 მლნ-ით.

მანამდე კი OPEC + მინისტრების მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის მონაწილეები განიხილავენ ნოემბრის შეთანხმების შესრულების დონეს და წარადგენენ რეკომენაციებს თებერვლის ნავთობმოპოვებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system