
OPEC +-ის მინისტერიალის შემდეგი შეხვედრა 2 თებერვალს გაიმართება.
ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების მინისტრები მარტის თვეში ნავთობის მოპოვების გეგმას განიხილავენ.
გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ OPEC+ იანვრიდან დედგენილ გეგმას არ გადაუხვევს და ნავთობის მოპოვებას კვლავ 400 ათასი ბარელით გაზრდის.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება დღეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.
ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.
მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.