თავში

ოპოზიციას ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმას აქვეყნებს

ოპოზიციას ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმას აქვეყნებს
ოპოზიციას ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმას აქვეყნებს

"ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, დააწესოს საგადასახადო შეღავათები, გაატაროს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, შეამციროს ქონების, საშემოსავლ გადასახადები და აქციზი.

პარტიაში ფიქრობენ, რომ მხოლოდ ასე შემცირდება ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პირველ რიგში

უნდა შემცირდეს გადასახადები, რაც დაეხმარება ბიზნესს, ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. ბაქრაძის შეფასებით, თუ ხელისუფლება ამ მხრივ ანტიკრიზისულ ზომებს არ გაატარებს, კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე მძიმედ აისახება.

„განვლილმა დღეებმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეთავაზება და რამდენად სწორი იყო ჩვენი პროგნოზი, როდესაც ვსაუბრობდით, რომ აუცილებელია სასწრაფო ნაბიჯების გადადგმა ეკონონიმიკური ზიანის, პრევენციისს და შემცირებისთვის. ყველა ვხედავთ, რა ხდება ბოლო დღეებში საქართველოში, როდესაც თანმიმდევრულად უფასურდება ლარი, როდესაც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ტურისტული სექტორი, სასტუმროების აბსოლუტური უმეტესობის ჯავშნები პაქტიკულად 90 პროცენტით არის გაუქმებული, 20 პროცენტზე მეტით არის შემცირებული ავიაგადაზიდვები, უმძიმეს მდგომარეობაშია აღმოჩენილი კვების სექტორი, გადაზიდვების სამსახური. უკვე ჩანს ყველა ნიშანი იმისა, რომ კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე იქნება მძიმე. ამიტომ პრევენციული ზომები გატარდეს ახლავე, სანამ ჯერ კიდევ შეიძლება პროცესის კონტროლი," - აღნიშნავს ბაქრაძე და დასძენს, რომ აუცილებელია შემცირდეს გადასახადები.

"ეს არის საშემოსავლო გადასახადის შემცირება წელს სამი პროცენტით და გაისად კიდევ ორი პროცენტით, ანუ ჯამში წელს და გაისად ხუთი პროცენტით შემცირდეს საშემოსავლო. საუბარია ქონების გადასახადის განახევრებაზე და ქონების გადასახადი არ არის ცენტრალიზებული გადასახადი, მაგრამ თუ მთავრობა პარლამენტში შემოვა ამ ინიციატივით, პარლამენტს შეუძლია, მიიღოს შესაბამისი დადგენილება და მოუწოდოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, განახევრდეს ქონების გადასახადი. ქონება რატომაა მნიშვნელოვანი? მაისში უწევთ გადახდა და იმ ფონზე, რომ ბიზნესს შემოსავალი მოაკლდა, ვერ იხდიან იმ ქონების გადასახადს, რაც არის. მესამე არის ნავთობ პროდუქტებზე აქციზის შემცირება, წელს მეოთხედით და გაისად მეოთხედით და ეს ნიშნავს იმას, რომ ბენზინის ფასი წამოვა ქვემოთ და ბენზინის გაიაფება ნიშნავს, რომ ძირითადი პროდუქტები გაიაფდება და გაიაფების გარდა, ლუფტი რჩება, რომ არ გაძვირდება. ამას პლუს რეგულაციების გაუქმება და კონკრეტულად ვამბობ ეროვნული ბანკის შარშანდელ რეგულაციაზე, რომლითაც დაკრედიტება შეზღუდეს. პლუს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, ლარის კურსის სტაბილურობა მოვახდინოთ“ ,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოპოზიციის კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა მოიცავს საგადასახადო შემცირებებს:

1. საშემოსავლო გადასახადის 20%დან - 17%მდე შემცირება, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვას თავიდან აგვაცილებს და 380 მილიონ ლარს დაუტოვებს ხალხს.

2. ქონების გადასახადის განახევრება, რაც 195 მილიონ ლარს დაუტოვებს მეწარმეებსრაც ასევე სამუშაო ადგილების შემირებას შეაჩერებს.

3. ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახიდს 25%ით შემცირება, რაც საწვავზე ფასს 8-10 თეთრით გააიაფებს და ზოგადად ხელს შეუშლის ფასების ზრდას ქვეყანაში მოცემული გეგმა ითვალისწინებს კერძო სექტორში 690 მილიონი ლარის დატოვებას. ეს საბიუჯეტო დანაკლისი აუცილებლად უნდა დაბალანსდეს ბიუროკრატიული და არაეფექტური ხარჯების შეკვეცით. 2012 წელთან შედარებით ქართულმა ოცნებამ 1 მილიარდი ლარით გაზარდა.

ეკონომიკის დაცვისკენ და რეკომენდაციების გაზიარებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია. 

"მთელი ამ წლების განმავლობაში ივანიშვილის გუნდისგან ის, რომ გლობალური პროცესებია, რეგიონული პრობლემებია და ათასი ამბავი უშლით ხელს. კი, ასეა ზოგჯერ, ამჯერად, ნამდვილად ეპიდემია არის დიდი ფაქტორი ამ მყისიერი საფრთხისა, მაგრამ მთავრობები ჰყავს ქვეყნებს იმისთვის, რომ ირეაგირონ ასეთ გამოწვევებზე. სწორედ ასეთ რეაგირებას, სწრაფს ვთავაზობთ ჩვენ. ამ დიდმა საფრთხემ მაინც გამოაფხიზლოს იქნება ეს გუნდი, რომ გადადგან სწრაფად ის ნაბიჯები, რასაც ვთავაზობთ. იმიტომ რომ, უნდა გვესმოდეს, ამ შემთხვევაში დაგვიანებამ შეიძლება უაზრობა გახადოს ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა მყისიერად მომავალში’’ - განაცხადა გიგა ბოკერიამ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system