თავში

ოზურგეთში ლითონების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას აპროტესტებენ

ოზურგეთში ლითონების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას აპროტესტებენ
ოზურგეთში ლითონების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას აპროტესტებენ

ოზურგეთში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ფერადი ლითონების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, ადგილობრივები მის მუშაობას აპროტესტებენ. უკმაყოფილო მოსახლეობამ გუშინ აქციაც გამართა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ საწარმო საფრთხეს უქმნის გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე ოზუგეთისთვის მნიშვნელოვან ანასეულის წყალმომარაგების პროექტსაც, რომელიც ბიუჯეტს 7 მილიონი ლარი დაუჯდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანიამ „არერსა მეთალმა“ პანდემიით ისარგებლა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონდარღვევებით შევსებული დოკუმენტები წარუდგინა. თავად კომპანიაში მოქალაქეთა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

სამინისტრომ ხარვეზების გამო, გარემოს ზემოქმედების დოკუმენტის განხილვა გადადო. სწორედ ამ დოკუმენტით გადაწყდება, მიიღებს თუ არა მშენებლობის ნებართვას საწარმო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system