თავში

პაატა ცაგარეიშვილი: "ვეფხი და მოყმის " პროექტი ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა განხორციელებულიყო

პაატა ცაგარეიშვილი:
პაატა ცაგარეიშვილი: ვეფხი და მოყმის  პროექტი ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა განხორციელებულიყო

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი "ვეფხის და მოყმის" არეალში დაგეგმილ პროექტს ეხმიანება. ცენტრის ხელმძღვანელი ექსპერტ სატრანსპორტო საკითხებსი პაატა ცაგარეიშვილი, ამბობს, რომ ამ არეალში მოძრაობის განსამუხტად პროექტი ჯერ კიდევ 2012 წელს მომზადდა, აზიის განვითარების ბანკის დახმარებით უკვე ფინანსებიც მოძიებული იყო და პროექტის წინასაპროექტო სდადიაებიც გავლილი იყო. ექსპერტი Report.ge - ისთან ამ საკითხზე საუბრისას სვამს კითხვას, - რატომ დავკარგეთ დრო?

 "ვეფხვის და მოყმის არეალში მოძრაობის განმუხტვა დღეს აქტუალური გახდა. არადა 2012 წელს აზიის განვითარების ბანკის დახმარებით უკვე ფინანსებიც მოძიებული იყო და პროექტის წინასაპროექტო სდადიაებიც გავლილი ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ საექსპლუატაციო ხარჯების სიძვირის გამო არ იყო გამართლებული. რა შეიცვალა? ჯერ კიდევ 2013 წელს ინფრასტრუქტურის მოადგილემ შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ  სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა განიხილეს არსებული პროექტი და მისი ძვირი ღირებულებისა და დიდი საექსპლუატაციო ხარჯების გამო ვეფხი და მოყმის არეალში ხიდი არ უნდა აშენებულიყო,"- აცხადებს პაატა ცაგარეისვილი 

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტს 2012 წელს აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით უნდა გახორციელებულიყო და მისი ღირებულება 80 მლნ ლარი გახლდათ. საექსპლუატაციო ხარჯები 5 მლნ ლარს შეადგენდა  წელიწადში. 

როგორც პაატა ცაგარეიშვილმა განაცხადა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, შოთა მურღულია საზოგადოებას დაპირდა, რომ სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მზად არიან, განახორციელონ მდინარე მტკავრზე ხიდის მშენებლობა, თუ მერია წარმოადგენს პროექტის ალტერნატიულ, მოსახლეობასთან შეთანხმებულ ვარიანტს. ექსპერტი თბილისის მერიას დროის ფუჭად ხარჯვაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ვეფხი და მოყმის არეალში სატრანსპორტო ნაკადის გადაადგილება იმდენად სერიოზული პრობლემაა, ის აქამდეც უნდა მოგვარებულიყი, მით უმეტეს, რომ ამის რეალური შესაზლებლობა არსებობდა.

"მტკვრის ნოღაზე დამატებითი ხელოვნური განივი კავშირების დამყარება, ხიდებისა თუ ესტაკატების სახით საავტომობილო მოძრაობის დარეგულირებისა და განმუხტვის ერთ - ერთი გამოსავალი იყო, რატომ არ შეიძლებოდა ეს პროექტი თუნდაც 5 წლის უკან განხორცილებულიყო?? ან თუნდაც დაწყებული პროექტი დაკორექტირებულიყო. რატომ დავკარგეთ დრო? რასთან გვაქვს საქმე? მავნებლობაა თუ უცოდინარობა?" - კითხულობს ექსპერტი და პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system