თავში

პანდემია ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალს ამცირებს

პანდემია ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალს ამცირებს
პანდემია ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალს ამცირებს

პანდემიის დასაწყისში მსოფლიო მასშტაბით შეფერხებულმა წარმოებამ და გართულებულმა ტრანსპორტირებამ ინფლაცია გაზარდა. ეს ეფექტი, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთჯერადი აღმოჩნდა და მას შემდეგ ინფლაცია პროგნოზის შესაბამისად მცირდება. 

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია განმარტებული.

სებ-ის განახლებული პროგნოზით, ინფლაცია, შესუსტებული მოთხოვნის გავლენით, კვლავ განაგრძობს შემცირებას და მომავალ წელს 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელსაც ჩამოცდება. თუმცა, ეს ჩამოცდენა უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა პროგნოზით იყო გათვალისწინებული. 

ეროვნული ბანკის განმარტებით, ამის მიზეზი კი, დიდი ხნის მანძილზე შემცირებული საგარეო მოთხოვნა, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში, და, შედეგად, პოტენციური მშპ-ის შემცირებული ზრდა არის. 

ცენტრალურ ბანკში ფიქრობენ, რომ პანდემიის ხანგრძლივად შენარჩუნება ტურიზმისა და მომსახურების სექტორებისათვის განსაკუთრებული ზიანის მომტანია. ამის ფონზე, ამ სექტორებიდან გარკვეული კომპანიების ბაზრიდან გასვლის რისკები ჩნდება, რაც, თავისთავად, საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალს ამცირებს. 

სებ-ის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, რეალური მშპ-ის მისი პოტენციური დონიდან ჩამორჩენა უფრო ნაკლებია და საბოლოოდ დისინფლაციური ეფექტიც უფრო სუსტია, ვიდრე წინა პროგნოზით იყო გათვალისწინებული. 

სებ-ის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი როგორც 2020, ასევე 2021 წლისათვის, იგივე დარჩა. 

"დღესდღეობით, პანდემია კვლავ გრძელდება და ქვეყნებს შორის მობილობა კვლავ მკაცრად შეზღუდული რჩება. ეს ვითარება, წინა პროგნოზთან შედარებით, ტურიზმის სექტორს მოსალოდნელზე მეტად აზარალებს. თუმცა ამის საპირისპიროდ, წინა პროგნოზთან შედარებით დაკრედიტების ზრდა უფრო მაღალია, რაც შიდა ეკონომიკურ აქტივობებს ახალისებს. საბოლოო ჯამში, ამ ორმა ურთიერთსაწინააღმდეგო გავლენამ ერთმანეთი გაანეიტრალა და ამიტომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არ შეცვლილა," - ვკითხულობთ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ოქტომბრის ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system