თავში

პანდემიამ ბათუმის უძრავი ქომების ბაზარი 29%-ით შეამცირა

პანდემიამ ბათუმის უძრავი ქომების ბაზარი 29%-ით შეამცირა
პანდემიამ ბათუმის უძრავი ქომების ბაზარი 29%-ით შეამცირა

Colliers International Georgia ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ბათუმში, 2020 წლის ოქტომბერში 725 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 36%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 29%-იანი კლება დაფიქსირდა და მოცულობამ 31 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ახალაშენებული ბინების ეკონომ და მედიუმ სეგმენტები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 48% და 62%-ით ჩამორჩებიან. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს ტრანზაქციების რიცხვი 33%-ით გაიზარდა და 200-ს მიაღწია. აღნიშნული ზრდა შეიძლება განპირობებული იყოს მშენებარე პროექტების დასრულებით.

ახალაშენებული ბინების რაოდენობა 32%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 23%-ით შემცირდა და 898 ერთეული შეადგინა.

Colliers International Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტების შეფასებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება 36%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 233 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 21%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ზომა 39 მილიონი აშშ დოლარი იყო.

2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 6%-ით შემცირდა და 1 კვ.მ-ზე 784 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2%-ით გაიზარდა და 1 კვ.მ-ზე 666 აშშ დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system