თავში

პანდემიამ მსოფლიო ტურიზმი $730 მილიარდით აზარალა

პანდემიამ მსოფლიო ტურიზმი $730 მილიარდით აზარალა
პანდემიამ მსოფლიო ტურიზმი $730 მილიარდით აზარალა

პანდემიამ მსოფლიოს ტურიზმიდან შემოსავალი შეუმცირა.  საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციის ცნობით, 2020 წლის 8 თვეში მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მოცულობა $730 მილიარდით შემცირდა წლიურ ჭრილში.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, მიმდინარე წლის 8 თვეში მსოფლიოში. ჯამში ტურისტული ნაკადი 70%-ითაა შემცირებული. ხოლო მხოლოდ სექტემბერში ტურისტული ნაკადი შემცირებულია 75%-ით.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად დაზარალდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი. აქ ტურიზმის შემოსავლები 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 79%-ითაა შემცირებული.

ზარალიანობით მეორე ადგილს იყოფენ აფრიკა და  ახლო აღმოსავლეთი, რომლებმაც ამ სეგმენტიდან შემოსავლებში 67%-იანი კლება დაუფიქსირდათ. 

ტურიზმიდან მიღებული ფინანსური დანაკარგებით შემდეგ პოზიციებზე არიან: ევროპა 68%-იანი ზარალით და ამერიკა 65%-იანი დანაკარგით.

მსოფლიოს რამდენიმე მსხვილ ტურისტულ ბაზარზე, როგორიცაა აშშ, გერმანია და იტალია, ტურისტების ხარჯების მცირე ზრდა შეიმჩნევა ივლისსა და აგვისტოში.

ტურიზმის გამოცოცხლებას ექსპერტები 2021 წლის მესამე კვარტლიდან ელოდებიან. მათივე პროგნოზით, საერთაშორისო ტურიზმის ზრდა და 2019 წლის პრე-პანდემიის დონემდე დაბრუნება 2023 წლამდე მოსალოდნელი არაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system