თავში

პანდემიამ ყვავილები მასიურად გააძვირა

პანდემიამ ყვავილები მასიურად გააძვირა
პანდემიამ ყვავილები მასიურად გააძვირა

covid-19-ის გავრცელებამ საქართველოში ყვავილების ბიზნესს პრობლემა ყველაზე მეტად შეუქმნა. როგორც ყვავილების მაღაზიების წარმომადგენლები report.ge-თან ამბობენ, განსაკუთრებით იმპორტული ყვავილის ფასმა მოიმატა, რაც ლარის კურსის გაუფასურებას და ლოჯისტიკის გაძვირებას უკავშირდება. შესაბამისად, როგორც მაღაზია ,,კამელიას" მენეჯერი მანანა კონდრატიევა ამბობს, მოთხოვნაც მნიშვნელოვნად არის შემცირებულია და აუცილებელი საჭიროების გარდა, ყვავილები თითქმის არ იყიდება.

ზოგმა ონლაინ გაყიდვები წამოიწყო, მაგრამ ყვავილების ბიზნესს, როგორც გავარკვიეთ, ვერც ამან უშველა.

,,ყვავილების ბიზნესი სტაბილურობაზე არის დამოკიდებული. ჩვენს შემთხვევაში, ლარის კურსს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იმის გამო, რომ ლარი გაუფასურებულია, ხოლო ლოჯისტიკისა და სხვა ხარჯიც გაზრდილია, ყვავილის თვითღირებულებამაც მოიმატა. დაახლოებით 30%-იანი ზრდაა ფასთან დაკავშირებით, რაც რეალიზაციაზეც აისახა. მომხმარებლების 99% ყვავილს ყიდულობს იმის გამო, რომ ამის საჭიროებაა - პანაშვიდზე მისატანად, წვეულებისთვის, ქორწილისთვის და სხვა, სხვა დანიშნულება ყვავილმა ფაქტობრივად დაკარგა. იშვიათად, რომ ადამიანებმა ყვევილი ინტერიერის გალამაზების მიზნით შეიძინონ, ამის სურვილი დღესდღეობით აღარც არის. შესაბამისად, იკლო როგორც მაღაზიებში გაყიდვამ, ასევე ონლაინ შეკვეთებიც ნაკლებადაა", - ამბობს მაღაზიის მენეჯერი report.ge-თან.

მაღალი ხარჯის გამო უჭირთ ყვავილების სასათბურე მეურნეობებს. ზოგიც იძულებული გახდა, სტრატეგია შეეცვალა და ყვევილების ბიზნესი შეეჩერებინა. ერთ-ერთი ასეთია გარდაბნელი მეწარმე პაატა რაჭველიშვილი, რომლის ინფორმაციითაც, ყვავილების სათბურიდან აქცენტი ბოსტნეულ კულტურებზე გადაიტანა და ამ დროისთვის ვარდი 100%-ით ჩაანაცვლა სალათის ფოთლებით.

,,პანდემია დაიწყო და უმოკლეს პერიოდშივე დავინახეთ, რომ ყვავილების ყიდვა არავის სურდა. გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ პანიკას არ ავყევით, მალევე მოვეგეთ გონს და მაშინვე გადავერთეთ სხვა კულტურაზე - ყვავილი ბოსტნეულით ჩავანაცვლეთ. ვთვლი, რომ შეცდომა დავუშვით, ვის სჭირდება ყვავილი, როცა ასეთი პანდემიაა ქვეყანაში?!  ყვავილებს ახლა მხოლოდ ინტერიერის გალამაზების ფუნქცია მივანიჭეთ. ალბათ, ეს დროც დაბრუნდება, მაგრამ პანდემიისას ყვავილების ბიზნესი აშკარად წამგებიანია", - ამბობს მეწარმე. 

რაჭველიშვილი ვარაუდობს, რომ 2021-2022 წლებში ყვავილების ბიზნესი ტრენდული აღარ იქნება და ამიტომ აპირებს, ისევ ბოსტნეულის ხაზი განავითაროს, რაც გაცილებით მეტი მოგების მომტანია.

მისი თქმით, ყვევილების ბიზნესზე ნეგატიურად იმოქმედა მასობრივი ღონისძიებების აკრძალვამაც, რაც მათი შემოსავლების დაახლოებით 40-50%-ს ავსებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system