თავში

პანდემიამ საქართველოში 193 ათასი მოქალაქე გააღარიბა

პანდემიამ საქართველოში 193 ათასი მოქალაქე გააღარიბა
პანდემიამ საქართველოში 193 ათასი მოქალაქე გააღარიბა

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, COVID-19-ის პანდემიის და თანმდევი ეკონომიკური კრიზისის შედეგად, საქართველოში 193 ათასი მოქალაქე, ანუ მოსახლეობის 5.4% სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა.მათი მონაცემებით,  2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში მოსახლეობის 14.9% ცხოვრობდა, ხოლო 2020 წელს ამ მაჩვენებელმა მოსახლეობის 20.3%-მდე, ანუ 754,000 ადამიანამდე გაიზარდა.

მსოფლიო ბანკის შეფასებით,  საქართველოს ეკონომიკის COVID-19-მდე არსებულ დონემდე აღდგენა 2022 წლის ბოლომდე ნაკლებად სავარაუდოა.

COVID-19-ის პანდემიამ და თანმდევმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. მობილობის შეზღუდვამ, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მოულოდნელმა შეჩერებამ და სუსტმა საგარეო მოთხოვნამ 2020 წელს 6.2 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system