თავში

პანდემიაზე მეტად, იპოთეკურ სესხებზე ლარის კურსი მოქმედებს

პანდემიაზე მეტად, იპოთეკურ სესხებზე ლარის კურსი მოქმედებს
პანდემიაზე მეტად, იპოთეკურ სესხებზე ლარის კურსი მოქმედებს

სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ლარის კურსის გამო ბაზარზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პანდემიაა, როგორც ,,არსის" გენერალური დირექტორი, ბესო ორთოიძე აცხადებს, საშიში ვირუსის გავლენა ბაზარზე იმდენად მძიმე არ არის, როგორიც სავალუტო რყევებია. 

რაც შეეხება იპოთეკური სესხების სუბსიდიის გავლენას, ორთოიძის თქმით, ამან დარგს კრიზისთან გამკლავების შესაძლებლობა მისცა. დეველოპერი არ გამორიცხავს, რომ დეკემბერში მოთხოვნა გაიზარდოს, რადგან სუბსიდიის ვადა სრულდება და ბევრი, ვისაც ბინის ყიდვა სურს, სუბსიდიის პროგრამით სარგებლობას შეეცდება.

,,ლარის კურსმა უძრავი ქონების ბაზარი ძალიან დააზარალა. რეალიზაციასთან დაკავშირებული, თითქმის ბოლომდე მიყვანილი გეგმები ჩაგვივარდა მასშტაბური გაუფასურების გამო. სავალუტო ცვლილების შედეგად ადამიანს შეიძლება რამდენიმე ათასი ლარით მეტის გადახდა უწევდეს, ვიდრე ვთქვათ, 1 კვირის წინ უნდა გადაეხადა. ასე შემეთხვევაში მომხმარებელი ყიდვისგან მაქსიმალურად იკავებს თავს და სიტუაციის დასტაბილურებას ელოდება. ასეთი ნეგატიური მოლოდინები ბაზარზე ცუდად აისახება, მრავალმხრივი პრობლემაა. წინასაარჩევნო გარემომაც გარკვეული გავლენა მოახდინა. ასე ფონზე, ცოტა არ იყოს, უცნაურია კვლევის შედეგი, რომლის მიხედვით მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არ ნიშნავს, როიმ კვლევას არ ვენდობი, თუმცა არ გამოვრიცხავ, სუბსიდიის გავლენა აისახა, რადგან ვადა მთავრდება და ადამიანები პროგრამით სარგებლობას უფრო მეტად შეეცდებიან, ვიდრე განვლილ პერიოდში. ეს ერთადერთი ფაქტორია, რაც ამ ეტაპზე ბაზარს ასტიმულირებს", - აცხადებს ორთოიძე report.ge-თან.

მისი ინფორმაციით, ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა საშუალოდ 35-40%-ის ფარგლებშია შემცირებული. ორთოიძის შეფასებით, ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ მთავრობას იპოთეკური სესხების სუბსიდირება არ მოეხდინა.

ცნობისთვის, "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ოქტომბრის თვეში ახალი გაცემული იპოთეკური სესხების წლიური ცვლილება დასტაბილურდა და +16% შეადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, 6 ივლისიდან გაცემულ გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი წინა კვირასთან შედარებით გაზრდილია +0.08 პროცენტული პუნქტით.

ამჟამად იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 33.2%-ს უტოლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system