თავში

პანდემიის გამო 100 მილიონზე მეტი ადამიანი გაღარიბდა - გაერო

პანდემიის გამო 100 მილიონზე მეტი ადამიანი გაღარიბდა - გაერო
პანდემიის გამო 100 მილიონზე მეტი ადამიანი გაღარიბდა - გაერო

კორონავირუსის პანდემიის გამო, სამსახურის გარეშე დარჩენილი 100 მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის პირას აღმოჩნდა. ამის შესახებ გაერო-ს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გაი რაიდერმა განაცხადა. 

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ  მსოფლიოში 108 მილიონზე მეტი ადამიანი გაჭირვებულად, ან უკიდურესად გაჭირვებულად ითვლება. ეს იმას გულისხმობს, რომ მათი ყოველდღიური საარსებო მინიმუმი 3,20 დოლარს არ აღემატება. 

2020 წელს , 2019 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, მსოფლიოში სამუშაოს 8.8% უბრალოდ გაქრა, რაც 255 მილიონ სამუშაო ადგილს გულისხმობს.  

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდა, 100 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი კვლავ არ იძებნება. 

გასულ წელს დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა 8.7%-ით შემცირდა. ხოლო, ხანდაზმულებში - 3,7%-ით.

ეკონომიკური კრიზისი ასევე არაპროპორციულად დაატყდა თავს ქალებს. კვლევებმა აცვენა, რომ პანდემიის პერიოდში სამსახური უფრო მეტმა ქალმა დაკარგა, ვიდრე მამაკაცმა.

შრომის ბაზარზე პანდემიით გამოწვეული კრიზისი ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან. გლობალური დასაქმება 2021 წლის მეორე ნახევარში უფრო სწრაფად აღდგება. 

მაგრამ, თუ მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუმჯობესდება, 2022 წელს უმუშევრობა 205 მილიონს მიაღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system