თავში

პანდემიურ კრიზისს საქართველოში სოფლის მეურნეობა გადაურჩა

პანდემიურ კრიზისს საქართველოში სოფლის მეურნეობა გადაურჩა
პანდემიურ კრიზისს საქართველოში სოფლის მეურნეობა გადაურჩა

საქართველოს გამოშვებაში 2020 წლის მეორე კვარტალში ყველაზე საგრძნობი ვარდნა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებში დაფიქსირდა, სადაც უდიდესი წილი სასტუმროებისა და რესტორნების გამოშვებაზე მოდის. ამ დარგის გამოშვება, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 40%ით შემცირდა, ხოლო უარყოფითმა წვლილმა ეკონომიკურ ვარდნაში 1.7 პპ შეადგინა. 

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია განმარტებული.

აქვე აღნიშნულია, რომ ტრანსპორტის დარგი, სადაც ტურისტული სააგენტოების წვლილი მნიშვნელოვანია, 22.6%ით შემცირდა (უარყოფითი წვლილი მშპ-ს ვარდნაში -1.3 პპ). 

ეკონომიკის უმსხვილესმა დარგმა, ვაჭრობამ 13.2%-იანი კლება განიცადა (უარყოფითი წვლილი მშპ-ს ვარდნაში -1.7 პპ).

ინდუსტრიული დარგებიდან გამოსარჩევია მშენებლობისა და დამამუშავებელი მრეწველო­ბის ვარდნა, შესაბამისად, 24.5% და 12.1%-ით და 1.7 და 1.0 პპ-იანი უარყოფითი წვლილით მშპ-ს კლებაში. 

დამამუშავებელი მრეწველობის შემცირება შესაძლებელია გარკვეულწილად საგარეო მოთხოვნის, საქონლის ექსპორტის, კლებას დავუკავშიროთ. 

ნაკლებად აისახა სოფლის მეურნეობაზე, რომელიც 4.7%-ით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system