თავში

პანდემიურ წელს საცალო ვაჭრობის ბრუნვა 3-ჯერ შემცირდა

პანდემიურ წელს საცალო ვაჭრობის ბრუნვა 3-ჯერ შემცირდა
პანდემიურ წელს საცალო ვაჭრობის ბრუნვა 3-ჯერ შემცირდა

წინა წელთან შედარებით, 2020 წელს საცალო ვაჭრობის ბრუნვა 3-ჯერ შემცირდა, - ამის შესახებ აღნიშნულია Colliers Georgia-ს კომერციული ბაზრის შეჯამებაში. დოკუმენტის მიხედვით, უძრავი ქონების სხვა სექტორების მსგავსად, პანდემიის გამო თანამედროვე სავაჭრო ცენტრებიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჯამურად, დაახლოებით 5 თვის მანძილზე სავაჭრო ცენტრები არ ფუნქციონირებდნენ. ზოგადად, მკაცრი ჩაკეტვის დროს მესაკუთრეების უმეტესობა ტენანტებს საიჯარო გადასახადისგან ათავისუფლებდა.

"დაახლოებით 9 ათასი კვ.მ ფართი გამოთავისუფლდა 2020 წლის მეორე ნახევარში. ამრიგად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, წმინდა ათვისებული ფართის რაოდენობა დაახლოებით 6,000 კვ.მ-ს შეადგენს. 2020 წლის მდგომარეობით, ძირითადი მაჩვენებლების გარკვეულმა ნაწილმა სტაბილურობა შეინარჩუნა, ზოგიერთი კი მცირედით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ სავაჭრო ცენტრებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება 2021 წელს, რელოკაციის, იჯარის შემცირების ან ხელშეკრულების სხვა პირობების თვალსაზრისით," - ვკითხულობთ მიმოხილვაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system