თავში

პარაპლანით ფრენა გაიაფდა

პარაპლანით ფრენა გაიაფდა
პარაპლანით ფრენა გაიაფდა

ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებას და პარაგლაიდინგის ცნობადობის გაზრდისთვის ახალი კამპანია „იმოგზაურე, იფრინე და გაერთე საქართველოში“ დაიწყო. კლუბმა Xcaucasus-ი პარაპლანით ფრენები და სწავლება განაახლა.

კლუბი საქართველოში შიდატურიზმის ხელშეწყობას აპირებს და ამიტომ მან ფრენის ღირებულება მაქსიმალურად გააიაფა. 

ვებგვერდის საშუალებით ფრენის დაჯავშნისას, მოგზაურები 20% -იან ფასდაკლებას მიიღებენ.

კლუბი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე რეგიონშია წარმოდგენილი, მათ შორის თბილისში, რუსთავში, კახეთში, სვანეთსა და გუდაურში. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია კორპორატიული ფრენების მოწყობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

კლუბი 2019 წელს დაარსდა და უკვე 22 სხვადასხვა გამოცდილების და პროფილის მქონე წევრი პილოტი ჰყავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system