თავში

პარიზი-თბილისის ავიამიმართულება 8 აგვისტოდან აღდგება

პარიზი-თბილისის ავიამიმართულება 8 აგვისტოდან აღდგება
პარიზი-თბილისის ავიამიმართულება 8 აგვისტოდან აღდგება

პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება.

ამის შეასხებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

"საქართველოსა და საფრანგეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება. აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და Air France-ს შორის. წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განახორციელებს:1. პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) - თბილისი, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს; 2. თბილისი - პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი), ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.რეგულარული რეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system