თავში

პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვერსია დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გააცნო. კანონმდებლებმა ბიუჯეტი 82 ხმით მიიღეს.

2021 წლის ბიუჯეტი 18 მილიარდ 400 მილიონამდე ლარით განისაზღვრა, რომელიც 4,3-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. 

პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო დეფიციტი 7,6 პროცენტი, ინფლაცია 3 პროცენტი, სახელმწიფო ვალი კი კრიტიკულ ზღვარს 60-ს გადასცდება. 

მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტად ისევ რჩება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ითვალისწინებს პენსიების ზრდასაც.

კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლასა და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის მომავალ წელს მილიარდ 140 მილიონი ლარი დაიხარჯება.

2021 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით. რაც შეეხება, სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33 680.1 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27 734.2 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5 945.8 მლნ ლარის ოდენობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system