თავში

პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტს სავარაუდოდ დეკემბერში განიხილავს

პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტს სავარაუდოდ დეკემბერში განიხილავს
პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტს სავარაუდოდ დეკემბერში განიხილავს

ქართულმა მხარემ სავალუტო ფონდთან 2021 წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე შეთანხმებას მიაღწია. 

ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. ივანე მაჭავარიანის თქმით, ბიუჯეტს 2 ძირითადი მიმართულება ექნება. ერთი იქნება კოვიდის შედეგად დაზარალებული სფეროებისა და ადამიანების მდგომარეობის მაქსიმალური შემსუბუქებისთვის განკუთვნილი პაკეტი და  მეორე ეკონომიკის ფისკალური სტიმული.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ეპიდსიტუაცია რომ შემსუბუქებულიყო,  2021 წლის ბიუჯეტში ეკონომიკის მეტი სტიმულირება იქნებოდა გათვლილი.

სამწუხაროდ, ეს არ მოხდა, როგორც ხედავთ, ამიტომ ჩვენ გვექნება პრაქტიკულად ისეთივე საბიუჯეტო ფილოსოფია, როგორიც იყო 2020 წელს, რაც ნიშნავს, რომ ნაწილობრივად შემსუბუქება-კომპენსაცია მიმდინარე ზიანზე, რასაც კოვიდი ყოველდღიურად გვაყენებს, მაგრამ ამავდროულად სტიმულირება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, პარლამენტი ბიუჯეტს სავარაუდოდ დეკემბერში განიხილავს. მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ ამ პროცესს ოპოზიციაც დაესწრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system