თავში

პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. Report.ge-ის ცნობით, ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ერთი კანონმდებელი წავიდა.

მომავალი წლის ბიუჯეტი 19 მილიარდ 171 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

ბიუჯეტით კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებულია 5,9 მლრდ ლარი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 9,1%-ია.

2022 წლიდან გაიზრდება ყველა მხარჯველი სუბიექტის ხარჯვითი ნაწილი, მათ შორის იგეგმება პენსიისა და საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა.

ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 105 მილიონ ლარს, გაზრდილია დაახლოებით 16 მილიონი ლარით. ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 912 მილიონ ლარს და გაზრდილია 290 მილიონი ლარით. მოგეხსენებათ, რომ აქედან დაახლოებით 300 მილიონი ლარი მიემართება „აწარმოე საქართველოს“ პროექტებისთვის და განვითარებისთვის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 2,8 მილიარდ ლარს და აქედან დაახლოებით 430 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი ბიუჯეტი. იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 310 მილიონ ლარს და გაზრდილია 14 მილიონი ლარით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 176 მილიონი ლარია, თითქმის 6 მილიონ ლარამდე გავზარდეთ. თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს მილიარდ ლარს, გაზრდილია 72 მილიონით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 865 მილიონ ლარია, გაზრდილი გვაქვს 85 მილიონი ლარით. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 6 მილიარდ ლარზე მეტს. შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბიუჯეტი შეადგენს 3 მილიონ ლარს, გაზრდილია დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარით. გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 593 მილიონ ლარს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 1,64 მილიონ ლარს, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 357 მილიონ ლარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system