თავში

პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე ანტიდემპინგური საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება

პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე ანტიდემპინგური საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება
პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე ანტიდემპინგური საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება

“ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ - ამ სახელწოდებით ინიცირდა დღეს კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა. ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმება.

კანონმა უნდა დაიცვას ადგილობრივი მეწარმეები და ინდუსტრია დემპინგური ფასებისგან.

ქართველ მწარმოებელთა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ამ კანონის ამოქმედებას იმედით ელოდება ადგილობრივვო ბიზნესი. იმის გამო, რომ იმპორტიორები აკრაკეთილსინდისიერად იქცეოდნენ და ხშირად პროდუქტს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში ყიდდა კონკურენტყების ჩამოშორების მიზნით, ქართულ წარმოებას ამასთან გამკლავება უჭირდა და კოტრდებოდა. ასოციაციაში განმარტავენ, რომ ეს ადგილობრივ წარმოებას წაადგება და მისცემს შესაძლებლობას ღირსეულად იპოზიციონეროს ბაზარზე. 

როგორც ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, კანონპროექტში გათვალისწიონებული საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი წარმოების თავისებურებები.

თუ იმპორტირებული პროდუქტი იყიდება ღირებულებაზე დაბალ ფასად და მიმართულია, რომ დააზიანოს ადგილობრივი ინდუსტრია, ამ შემთხვევაში იწყება გამოძიება, რომელსაც კონკურენციის სააგენტო განახორციელებს. თუმცა, ამას წინ უნდა უძღვოდეს ადგილობრივი ინდუსტრიის განცხადება, რის საფუძველზეც დაიწყება გამოძიება. საყურადღებო ფაქტია ის, რომ თუ კონკურენციის სააგენტოს დემპინგურ ფასებთან დაკავშირებით მოკვლევის დასაწყებად ერთი კომპანია მიმართავს, მას ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უნდა ეკავოს. მოკვლევა შესაზლოა 12 თვემდე გაგრძელდეს, მაგრამ თუ ეს პერიოდი არ აღმოჩნდება საკმარისი, კონკურენციის სააგენტოს შეეძლება ვადა კიდევ 6 თვით გაახანგრძლივოს. ესე იგი, დემპინგის გამოსავლენად გამოძიება მაქსიმუმ 18 თვის განმავლობაში უნდა მიმდინარეობდეს.

იმ შემთხვევაში თუ გამოძიების დასრულებამდე ადგილობრივ ინდუსტრიას სერიოზული ზიანი ადგება, კანონი ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე წინასწარი ღონისძიების შემოღებას გულისხმობს. ამ ღონისძიების ფარგლებში იმპორტიორ კომპანიას უწესდება სპეციალური დემპინგური ტარიფი, რომელსაც დეკლარირების, განბაჟების დროს გადაიხდის. მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი ღონისძიება მაქსიმუმ 7 თვის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. გამოძიების სრულად დასრულების შემთხვევაში კი თუ დადგინდება, რომ დემპინგი არ ყოფილა, ამ თანხის კომპანიისთვის დაბრუნება მოხდება. ხოლო თუ დადასტურდება დემპინგური ფასების არსებობა, მაშინ ტარიფი იმის მიხედვით დაწესდება/შეიცვლება, რაც ადგილობრივი ინდუსტრის დასაცავად იქნება საჭირო. სხვა სადამსჯელო ღონისძიებებს ანტიდემპინგური კანონი არ გულისხმობს.

კანონის თანახმად, მოკვლევას კონკურენციის სააგენტო განახორციელებს, ის კი თავის მხრივ, რეკომენდაციას მისცემს მთავრობას. საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ მთავრობამ უნდა მიიღოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system