თავში

პატარძეულის წყალმომარაგებაზე 12 მილიონი ლარი დაიხარჯება

პატარძეულის წყალმომარაგებაზე 12 მილიონი ლარი დაიხარჯება
პატარძეულის წყალმომარაგებაზე 12 მილიონი ლარი დაიხარჯება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოზე ტენდერი გამოაცხადა.

მონაწილეობის მსურველებს წინადადებების წარდგენა 16 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 12 მილიონი ლარია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოს შესასრულებად 32 თვე ექნება.

ამ დროისთვის, პატარძეულის მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა.

დაგეგმილი სამუშაოს ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილდენი, წყლის სათავე ნაგებობა, სატუმბო სადგური, რეზერვუარი და დაგეგმილია მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. 

პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და 3000 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system