თავში

Pfizer-ის ვაქცინისთვის საქართველომ 4 მილიონი დოლარი გადაიხადა

Pfizer-ის ვაქცინისთვის საქართველომ 4 მილიონი დოლარი გადაიხადა
Pfizer-ის ვაქცინისთვის საქართველომ 4 მილიონი დოლარი გადაიხადა

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს კოვაქს-პლატფორმაზე ვაქცინის ღირებულების 25% უკვე გადახდილი აქვს.

„გადახდილი გაქვს ვაქცინაციისთვის საჭირო ვაქცინების ღირებულების 25%, ეს არის 4 მლნ დოლარი და ჩვენ ვაქცინას ვიღებთ კოვაქსის პლატფორმიდან. გვაქვს ოფიციალური მიმოწერა და ექსპერტების მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილის ინფორმაციით, საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აშშ ჩუქნის და საქართველოს მთავრობა ცრუობს, როცა ამბობს, რომ თანხას იხდის.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში პირველი ვაქცინის - Pfizer-ის შემოტანა Covax პლატფორმასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება. ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, დღეისთვის საქართველოს 700 000 მოქალაქისთვის ვაქცინის 1.4 მლნ დოზა აქვს შეძენილი, რომელიც ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა.

ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად მზაობას ოფიციალური განაცხადით 18 იანვარს დააფიქსირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system