თავში

პირბადეების შესაკერად უზბეკეთიდან საქართველოში 2 მლნ მეტრი მარლა გამოიგზავნა

პირბადეების შესაკერად უზბეკეთიდან საქართველოში 2 მლნ მეტრი მარლა გამოიგზავნა
პირბადეების შესაკერად უზბეკეთიდან საქართველოში 2 მლნ მეტრი მარლა გამოიგზავნა

პირბადეების შესაკერად უზბეკეთიდან საქართველოში 2 მლნ მეტრი მარლა გამოიგზავნა. მოლაპარაკებები რთული აღმოჩნდა, რადგან მარლას მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს და დღეის მდგომარეობით, იგი სტრატეგიულ ნედლეულად იქცა და ფაქტობრივად ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის უზბეკეთმაც, შეაჩერა მისი ექსპორტი. თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებული იქნა და საქართველოში მარლა გამოიგზავნება.

ამჟამად, ტვირთი იმყოფება კურიკის პორტში, ყაზახეთის რესპუბლიკაში, უახლოეს საათებში შევა ბორანზე და გეზს აიღებს ბაქოს მიმართულებით. მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით 24-32 საათის განმავლობაში შევა ბაქოს პორტში, საიდანაც უკვე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე უზრუნველყოფს მის საქართველოს საზღვრამდე გამოცილებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system