თავში

პირბადეების ვალდებულებამ კოსმეტიკის ბაზარი გადააწყო

პირბადეების ვალდებულებამ კოსმეტიკის ბაზარი გადააწყო
პირბადეების ვალდებულებამ კოსმეტიკის ბაზარი გადააწყო

პირბადეების ტარების ვალდებულებამ დიდ ბრიტანეთში ტუჩსაცხების გაყიდვები 49%-ით შეამცირა

როგორც Daily Mail-ი იუწყება, გაერთიანებულ სამეფოში ქალბატონები ტუჩსაცხებზე წელიწადში 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს ხარჯავდნენ და ეს მაჩვენებელი პანდემიამ გაანახევრა.

დიდი ბრიტანეთის კოსმეტიკური ბრენდის გიგანტის L'Oréal– ი ამბობს, რომ პანდემიამ  მომხმარებლის გემოვნება შეცვალა და მაკიაჟზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა, რადგან ახლა უფრო მეტი ქალი ირჩებს ბუნებრივ სახეს.

ტუჩსაცხზე მოთხოვნის კლების კვალდაკვალ გაზრდილია 25%-ითაა გაზარდილი თვალის სამაკიაჟო და კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვები. მნიშვნელოვნად იმატა მოთხოვნილებამ ვიზაჟისტთა მომსახურებაზეც. როგორც მილი კენდალი, ბრიტანეთის სილამაზის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს ტუჩსაცხის რეალიზაციის კლებას თვალის ლაინერისა და ტუშის გაყიდვის ზრდა აბალანსებს.

გაზრდილია კანის მკვებავებისა და ლოსიონების გაყიდვების მაჩვენებელი. გამოდის, რომ პანდემიის შედეგად მომხმარებლები სულ უფრო ხშირად მიმართავენ კანის მოვლის ხაზებს თავიანთი გარეგნობის გასაზრდელად, ანუ მყიდველი სილამაზეში უფრო გრძეკლვადიან ინვესტიციას დებს და ერთჯერად სწრაფ ეფექტზე არაა ორიენტირებული. 

"ლორეალის" გაყიდვების დეპარტამენტში ამბობენ, რომ "სრულიად შიშველი სახე" ტრენდული გახდა და ტონალურებზე, ტუჩსაცხებსა დ რუმიანაზე მოთხოვნის ზრდა უახლოეს ერთ წელიწადში ნაკლებად მოსალოდნელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system