თავში

პირველ კვარტალში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა

პირველ კვარტალში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა
პირველ კვარტალში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2021 წლის მარტის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 5,0 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 47%-ით მეტია თებერვლის თვის მაჩვენებელთან (3,4 ათასი ტონა) შედარებით.  აქედან იმპორტის 84% (4,2 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე, 10% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთზე, 6% (0,3 ათასი ტონა) - ერაყზე.

ბიზნესგაერთიანების ცნობით, 2021 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 10,2 ათასი ტონა, რაც 4,1 ათასი ტონით ანუ 28,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,3 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 84,3% (8,6 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე, 10,8% (1,1 ათასი ტონა) - ერაყზე; 4,9% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთზე.

"ჩვენი აზრით, მომავალ თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტი გაიზრდება, რაც დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურული სამუშაოების მატებასთან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სანავთობო ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი ჩვენი ქვეყნისთვის გახდა აზერბაიჯანის რესპუბლიკა, რომლემაც ჩაანაცვლა ირანის ისლამური რესპუბლიკა, ამ უკანასკნელიდან ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტის შეჩერების გამო," - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system