თავში

PlayStation 5 გაყიდვაში საშობაო არდადეგებიდან გამოვა

PlayStation 5 გაყიდვაში საშობაო არდადეგებიდან გამოვა
PlayStation 5 გაყიდვაში საშობაო არდადეგებიდან გამოვა

Sony–მ PlayStation 5–ის გამოსვლის თარიღი ოფიციალურად გამოაცხადა. როგორც კომპანიის სათამაშო განყოფილების დირექტორმა მედიას აცნობა, მისი გაყიდვები 2020 წლის საშობაო არდადეგებიდან დაიწყება. ამას გარდა, ჯიმ რაიანმა ახალი კონსოლის მახასიათებლებიც გაასაჯაროვა.

Sony ახალი თაობის სახელის შერჩევაში თანმიმდევრულია: წინა თაობებს PlayStation 2, 3 და 4 ეწოდებოდათ. PlayStation 5-ში ერთ-ერთი ყველაზე ცალსახა განახლება მის ჯოისტიკზე აისახება, რომელსაც ვიბრაციის ახალი სისტემა ექნება. მაგალითისთვის, თამაშის პროცესში მანქანით შენობაზე დაჯახებისას, ან კიდევ ფეხბურთის თამაშის დროს შეგრძნებები განსხვავებული და შედარებით სენსიტიური იქნება. როგორც Forbes წერს, ახალ PlayStation-ში მონაცემები კლასიკური HDD-დისკის ნაცვლად, SSD-დისკზე მოიყრის თავს და შეინახება, ეს კი მათ დამუშავებას დააჩქარებს და მყარ დისკზე თამაშის მოცულობას შეამცირებს. ახალი მოწყობილობის საფასური ჯერჯერობით უცნობი რჩება. აღსანიშნავია, რომ Sony–მ Playstation 4–ი 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში გამოტანა გასაყიდად, ხოლო Playstation 3–ი ბაზარზე 2006 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში გამოჩნდა.შეგახსენებთ, რომ PlayStation–ის მთავარი კონკურენტის Microsoft–ის Xbox–ის ახალი მოდელის გამოშვებაც 2020 წლის საშობაო არდადეგებისთვის არის დაგეგმილი.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system