თავში

გახარიას აზრით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს

პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს
გახარიას აზრით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ერთი პროცენტული პუნქტით 8.5%-მდე გამკაცრების ფაქტი შეაფასა.

პრემიერის თქმით, ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი ინფლაციის თარგეთირებაა და სებ-ი თავის მანდატში გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს.

„რა თქმა უნდა, ფაქტია და ესაა მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ ეს მომავალ წელს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკის ზრდას, თუმცა ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავისი მანდატი, რომლის ფარგლებშიც მან უნდა იმოქმედოს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია როგორც მთავრობის, არის მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, მაქსიმალური ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რა თქმა უნდა, ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“, - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system