თავში

პოლონური ინვესტიციით საქართველოში სამკერვალო გაიხსნება

პოლონური ინვესტიციით საქართველოში სამკერვალო გაიხსნება
პოლონური ინვესტიციით საქართველოში სამკერვალო გაიხსნება

2021 წლიდან პოლონური ინვესტიციით ჰუალინგის თიზ-ში სამკერვალო საწარმო ამოქმედდება.

ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინფორმაციით, პროექტის პირველ ფაზაში 50 ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.

"პოლონური კომპანიისთვის, საწარმოს ლოკაციის შერჩევის პროცესში, განიხილებოდა რამოდენიმე ლოკაცია, თუმცა საბოლოოდ არჩევანი საქართველოზე და ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე გაკეთდა. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღებისას ის მზა ინფრასტრუქტურა, ჩვენი შენობების სახით რომელსაც ინვესტორებს ვთავაზობთ. ამასთან ერთად ჩვენი კომპანიის ეიჩარ გუნდი უზრუნველყოფს მათი საწარმოსთვის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების პროცესების მართვას. ვფიქრობთ რომ უკვე თებერვლის თვიდან , საწარმო სრული დატვირთვით ამოქმედდება“, - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system