თავში

პრემიერ-მინისტრი "ჩალიკ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი "ჩალიკ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბ
პრემიერ-მინისტრი ჩალიკ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ჩალიკ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, აჰმეთ ჩალიკს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტები და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა კომპანიის მიერ საქართველოში საქმიანობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებზე.

„ჩალიკ ჰოლდინგი” მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში, სხვადასხვა სექტორში ოპერირებს. ჰოლდინგს ათობით ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას „ჩალიქ ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი ონურ იუჯექალი,„ჩალიქ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მთავარი მრჩეველი ჰაქი აქილი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system