თავში

პრემიერი დღეს მევენახეებს და მეღვინეებს შეხვდება

პრემიერი დღეს მევენახეებს და მეღვინეებს შეხვდება
პრემიერი დღეს მევენახეებს და მეღვინეებს შეხვდება

პრემიერი დღეს მევენახეებსა და მეღვინეებს შეხვდება. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრის ფორმატში მთავარი განსახილველი თემა რთველთან და დარგთან დაკავშირებული გამოწვევები იქნება.

„ჩვენ დავიწყეთ ბიზნესთან შეხვედრები. დღეს გვექნება შეხვედრა მევენახეობის და მეღვინეობის მიმართულებით. განსაკუთრებით აქტუალურია დღეს შეხვედრა, რადგან რთველი უკვე დასასრულ ფაზაში გადავიდა. გვაქვს უკვე გარკვეული შედეგები. გვესმის, რომ იყო გარკვეული გამოწვევები, თუმცა საერთო ჯამში რთველმა კახეთის რეგიონში კარგად ჩაიარა.

თუ გვექნება საშუალება კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ რთველის ბოლო ფაზაში, იქნება კარგი.
დღეს დარგს გვინდა ვესაუბროთ იმ გამოწვევბის გათვალსიწინებით, რომელიც არის როგორც ადგილობრივი წარმოების, მევენახეობის, ასევე ბაზრების წვდომის და ექსპორტის თვალსაზრისით“,-განაცახდა პრემიერმა.

გიორგი გახარია მევენახეებსა და მეღვინეებს ღვინის ეროვნულ სააგენტოში 13:00 საათზე შეხვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system