თავში

პრემიერი: დისტანციურ შრომას უნდა შევეჩვიოთ

პრემიერი: დისტანციურ შრომას უნდა შევეჩვიოთ
პრემიერი: დისტანციურ შრომას უნდა შევეჩვიოთ

"არ იქნება მარტივი შეგუება სოციალურ დისტანცირებასთან, პირბადის ტარებასთან, დისტანციურ შრომასთან, მაგრამ ამის გაკეთება მოგვიწევს," - ამის შესახებ დღეს პრემიერმა გახარიამ აჭარაში სატუმროების მენეჯერებთან და ტუროპერატორებთან  შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის ეტაპობრივ გახსნას დაიწყებს.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით. პირველ რიგში დგას ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და შემდეგ ეკონომიკა. ყველამ უნდა ვისწავლოთ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რაც მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურიზმი. რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი შეგუება სოციალურ დისტანცირებასთან, პირბადის ტარებასთან, დისტანციურ შრომასთან, მაგრამ ამის გაკეთება მოგვიწევს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის ეტაპობრივ გახსნას დაიწყებს. ამისთვის ჩვენ უკვე ვსაუბრობთ როგორც მეზობელ, ასევე ევროპის ქვეყნებთან, რათა ე.წ. უსაფრთხო კორიდორები შევქმნათ. ჩვენ ვირუსს ასე თუ ისე, შედარებით ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ის ჩვენთან ერთად სულ მცირე წლის ბოლომდე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სხვა დარგები ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ტურიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ ცხოვრება არ უნდა გაჩერდეს, ეკონომიკა უნდა გაიხსნას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system